წესები და პირობები და მომსახურების პირობები
• განაცხადის შევსების შემდეგ, ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ მითითებულ ნომერზე
• თქვენ მიიღებთ PCR ტესტის შედეგებს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე. პარალელურად ტესტის შედეგები იტვირთება სამთავრობო მონაცემთა ბაზაში.
• ვისაც სჭირდება ქაღალდზე დაბეჭდილი ვერსია, უნდა ეწვიოს ჩვენს ლაბორატორიას ან გამოიყენოს კურიერის მომსახურება. გთხოვთ მიუთითოთ ეს ინფორმაცია ჩვენს ექსპრეს ჯგუფში, როდესაც თქვენს საცხოვრებელ ადგილას PCR ტესტი ჩააბარეთ.
კოვიდვაქცინაციით საქართველოში შემოსვლა შეუძლია ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს ნებისმიერი ქვეყნიდან, რისთვისაც:
საქართველოს საჰაერო საზღვრის კვეთისას უნდა წარმოადგინოს ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა, ხოლო Johnson&Johnson ვაქცინის შემთხვევაში - ერთი დოზა) დამადასტურებელი დოკუმენტი;
საქართველოს სახმელეთო და საზღვაო საზღვრის კვეთისას უნდა წარმოადგინოს ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა, ხოლო Johnson&Johnson ვაქცინის შემთხვევაში - ერთი დოზა) დამადასტურებელი დოკუმენტი და ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხი.
* გარდა ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი ნებისმიერი პირისა (მოქალაქეობის და ვაქცინაციის სრული კურსის ქონის მიუხედავად), ასევე იმ პირების, რომლებსაც აქვთ უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში ინდოეთის რესპუბლიკაში მოგზაურობის ისტორია. ისინი ექვემდებარებიან საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენას საზღვარზე და შემდგომ − სავალდებულო 14-დღიან კარანტინს.
საქართველოში კოვიდ-19-თან დაკავშირებული მეტი და განახლებული ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ სახელმწიფოს ოფიციალურ გვერდზე www.stopcov.ge
PCR ტესტის დაჯავშნა