1 პირობებზე თანხმობა
საიტს pcrlabs.ge მართავს პლატფორმა PCRLABS-ი (შემდგომში „PCRLabs.ge“ ან „ჩვენ“). ეს პირობები ვრცელდება საიტის გამოყენებაზე. საიტით სარგებლობით თქვენ მათ ეთანხმებით. თუ არ ეთანხმებით, გთხოვთ, საიტს ნუ გამოიყენებთ. შეკვეთა და თავად მომსახურება რეგულირდება ჩვენი წესებითა და პირობებით.
2 ვის შეუძლია საიტის გამოყენება
შეკვეთის განთავსება შეუძლია 18 წლის ან მეტი ასაკის პირს. 18 წლამდე პირს მომსახურებით სარგებლობა შეუძლია მხოლოდ მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობითა და მონაწილეობით.
3 საიტის სწორად გამოყენება
- ფორმებში მიუთითეთ ზუსტი და აქტუალური ინფორმაცია.
- ნუ განათავსებთ შეკვეთას სხვის სახელით მისი თანხმობის გარეშე და ნუ გააკეთებთ ყალბ შეკვეთას.
- ნუ შეეცდებით საიტის მუშაობაში ჩარევას, სხვისი მონაცემების ნახვას, ავტომატური მოთხოვნების ან სპამის გაგზავნას.
ამ წესების დარღვევისას შეიძლება შეკვეთაზე უარი გითხრათ, გავაუქმოთ ის ან დავბლოკოთ წვდომა.
4 კლიენტის გვერდი „ჩემი შეკვეთები“
შეკვეთებისა და პასუხების სანახავად შედიხართ შეკვეთაში მითითებული ელფოსტით; ამ მისამართზე ერთჯერად კოდს გიგზავნით. დაიცავით თქვენი ელფოსტის უსაფრთხოება და კოდი არავის გაუზიაროთ. ვისაც თქვენს ელფოსტაზე აქვს წვდომა, მას შეუძლია მასთან დაკავშირებული პასუხების ნახვა.
5 ინფორმაცია საიტზე
ტესტების აღწერა, მომზადების ინსტრუქცია და პასუხის ვადები ზოგადი ინფორმაციაა და ექიმის რჩევას არ ცვლის. ფასებსა და ინფორმაციას ვაახლებთ, თუმცა შეცდომა შესაძლებელია; ფასი შეკვეთის დადასტურებისას დასტურდება.
6 ინტელექტუალური საკუთრება
საიტზე განთავსებული ტექსტები, დიზაინი, ლოგო და სხვა მასალა ეკუთვნის PCRLabs.ge-ს ან გამოიყენება ნებართვით. მათი კოპირება ან კომერციული გამოყენება ჩვენი წერილობითი თანხმობის გარეშე დაუშვებელია.
7 ბმულები სხვა საიტებზე
საიტზე შეიძლება იყოს ბმულები მესამე მხარის სერვისებზე (მაგ. გადახდის პროვაიდერი, WhatsApp, Viber, Facebook). მათ შინაარსსა და მუშაობაზე პასუხს არ ვაგებთ; მათი გამოყენებისას მოქმედებს მათივე პირობები და კონფიდენციალურობის პოლიტიკა.
8 კონფიდენციალურობა და ქუქი-ფაილები
ვიყენებთ აუცილებელ ქუქი-ფაილებს სესიის შესანარჩუნებლად, ფორმების დასაცავად და ენის დასამახსოვრებლად. ასევე ვაგროვებთ ვიზიტების ანონიმურ სტატისტიკას (გვერდი, ბრაუზერი, მოწყობილობის ტიპი, სავარაუდო მდებარეობა IP მისამართით) საიტის გასაუმჯობესებლად და შეიძლება გამოვიყენოთ Google Analytics. შეკვეთის პერსონალური მონაცემები მუშავდება წესებსა და პირობებში აღწერილი წესით.
9 ხელმისაწვდომობა და პასუხისმგებლობა
ვცდილობთ, საიტი ხელმისაწვდომი და უსაფრთხო იყოს, მაგრამ უწყვეტ მუშაობას ვერ გარანტირებთ. ტექნიკურმა სამუშაოებმა ან ხარვეზმა შეიძლება დროებით შეზღუდოს წვდომა. ასეთ დროს შეკვეთა ყოველთვის შეგიძლიათ ტელეფონით.
10 ცვლილებები და კონტაქტი
შეიძლება ეს პირობები განვაახლოთ; მოქმედი ვერსია თარიღით ამ გვერდზეა გამოქვეყნებული. პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. საიტთან დაკავშირებული კითხვები: info@pcrlabs.ge, +995 511 133 789.
დაგვიკავშირდით და სიამოვნებით აგიხსნით.